+995 595 251 800 info@cambridge.ge
Geo
Eng
ლიტვის ან პოლონეთს უნივერსიტეტები საუკეთესო არჩევანია, მათთვის ვინც ეძებს იაფ, მაგრამ ამავდროულად ხარისხიან სწავლას. ეს ორი ევროპული ქვეყანა გთავაზობთ ამერიკულ და ბრიტანულ უნივერსიტეტებთან შედარებით საკმაოდ დაბალ ფასში ევროპულ დიპლომებს. არის სპეციალობების ფართო არჩევანი, ტექნიკური, ჰუმანიტარული სპეციალობები - ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: ☎️595 251 800
ვისტულა უნივერსიტეტების ჯგუფი შედგება 4 უნივერსიტეტისგან: ვისტულას უნივერსიტეტი (ვარშავა), ვისტულას ტურიზმის სკოლა (ვარშავა), ბიზნესის უნივერსიტეტი WSH (ვროცლავი), ოლშტინის უნივერსიტეტი (ოლშტინი). უნივერსიტეტი შედის პოლონეთის კერძო უმაღლესი სასწავლებლების ათეულში .უნივერსიტეტს აქვს ერთ–ერთი ლამაზი და თანამედროვე კამპუსი ვარშავაში. მეტროს სადგურიდან დაშორებულია სულ რაღაც 50 მეტრით.
კერძო უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტმა მოიპოვა როგორც პოლონეთის, ისე საერთაშორისო აკრედიტაცია, ასევე აჩვენა ბრწყინვალე შედეგები გლობალურ და ეროვნულ საგანმანათლებლო რეტინგებში, რაც მეტყველებს მის მიერ შეთავაზებული პროგრამების და სერვისის მაღალ ხარისხზე. კოზმინსკის უნივერსიტეტის დიპლომი საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება.
უნივერსიტეტი არის საერთაშორისო განათლებაზე ორიენტირებული კერძო სასწავლებელი. დაარსების დღიდან აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი განათლების პროგრამის შექმნას, რომელიც ხაზს გაუსვამს უპირველეს ყოვლისა მის მაღალ ხარისხს და პრაქტიკულობას.
ლიტვისა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი - ვილნიუსის უნივერსიტეტი ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში - 1579 წელს დაარსდა და დღემდე ლიტვის წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებად რჩება. ყოველწლიურად უნივერსიტეტში განათლებას 22 ათასზე მეტი სტუდენტი იღებს, ლექტორების საერთო რაოდენობაა - 1300.
ერთ-ერთი პოპულარული და თანამედროვე უნივერსიტეტია. უნივერსიტეტის აუდიტორიები აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო აპარატურით, ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს 24 სთ, უკაბელო ინტერნეტი ფარავს მთლიანად კამპუსს, უნივერსიტეტს აქვს კეთილმოწყობილი სტუდენტური სახცოვრებელი, სპორტული დარბაზები, კაფეტერია და სხვა.
კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ლიტვაში რეიტინგით არის N2 და N1 ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის. უნივერსიტეტის სთავაზობს მრავალ პროგრამას ინგლისურ ენაზე, ასევე მათთვის ვინც ინგლისური სათანადოდ არ იცის, შეუძლია გაიაროს ინგლისურში მოსამზადებელი პროგრამა. უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები არ არის (გარდა არქიტექტურის ფაკულტეტისა).