+995 595 251 800 info@cambridge.ge
Geo
Eng
კემბრიჯის დაწყებითი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს სწავლას მიმზიდველ და საინტერესო გარემოში. პროგრამა შექმნილია 6-11 წლის ბავშვებისთვის და ეხმარება მათ ცოდნისა და უნარების განვითარებაში. ოთხი საგანი, მათ შორის მათემატიკა, ინგლისური ენა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და კომპიუტერი დამწყებთათვის, ისწავლება მოქნილი სასწავლო გეგმის მეშვეობით. ბავშვები ეცნობიან მნიშვნელოვან და საინტერესო საგნებს, ავითარებენ თავდაჯერებულობას, აღწევენ მკაფიო მიზნებს და რეგულარული საკონტროლო შეფასებების შედეგად აჩვენებენ თავიანთ პროგრესს.
მათემატიკა
ინგლისური ენა
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
კომპიუტერი დამწყებთათვის
გლობალური პერსპექტივები
საშუალო კლასებში (11-14 წლის მოსწავლეები) აფართოებენ სწავლას კემბრიჯის დაწყებით სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარების უფრო რთულ საგნებში გამოყენებით. სასწავლო გეგმა მოიცავს კულტურული კონტექსტების ფართო სპექტრს და ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას. მოსწავლეებს უტარდებათ გლობალური პერსპექტივების, ხელოვნებისა და დიზაინის, ასევე კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილები.
კემბრიჯის საშუალო სკოლის პროგრამა, რომელიც კემბრიჯის სასწავლო გეგმაზეა დაფუძნებული, უმაღლესი განათლებისკენ მიმავალი ხიდია. ჩვენ ვუძღვებით მოსწავლეებს მათი ჩამოყალიბების წლებში, ვუწყობთ ხელს რათა მიეჩვიონ დამოუკიდებლობას და მდგრადობას, ვამზადებთ მათ საშუალო სკოლის ზედა საფეხურის საინტერესო გამოწვევებისთვის.
კემბრიჯის საშუალო კლასები შექმნილია იმისთვის, რომ მყარი საფუძველი შეუქმნას მოსწავლეებს, რომელთაც სურთ სწავლა გააგრძელონ მე-10-დან მე-11 კლასებში IGCSE სასწავლო გეგმის მიხედვით. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს, გახდნენ თავდაჯერებულები ინფორმაციასა და იდეებთან მუშაობაში, დააგროვონ საფუძვლიანი ცოდნა ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.
კომპიუტერული ტექნოლოგიები
ინგლისური, როგორც უცხო ენა
გლობალური პერსპექტივები
მეცნიერება
ხელოვნება და დიზაინი
მათემატიკა
როგორც წესი, 14-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები, აგრძელებენ ცოდნის ბაზის გაფართოებას და გაღრმავებას. ამ დონეზე მოსწავლეებს სთავაზობენ საგნების ფართო სპექტრს, რომლებიც ფოკუსირებულია ანალიტიკური უნარების განვითარებაზე: ანალიზის, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარების და რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარზე.
სასწავლო გეგმა ასევე შექმნილია მოსწავლეების საშუალო განათლების საერთაშორისო ზოგადი სერტიფიკატის (კემბრიჯის IGCSE) გამოცდებისთვის მოსამზადებლად. მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული თავისუფლება საგნების არჩევაში და ჩვენი მასწავლებლები და პერსონალი იმუშავებენ მათთან არა მხოლოდ გამოცდებში წარმატების უზრუნველსაყოფად, არამედ განათლების შემდგომი ეტაპისთვის მოსამზადებლადაც.
მოსწავლეები IGCSE-ს გამოცდის ჩასაბარებლად დაახლოებით რვა საგანს ირჩევენ, მათ შორის სავალდებულოა მათემატიკა, ინგლისური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. სასწავლო გეგმა ინარჩუნებს პერსონალიზებულ სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და თვითგამოხატვას. ზოგიერთ მოსწავლეს შეუძლია ენებისა და მათემატიკის ადრეულ ეტაპზე ჩაბარება.
საგნები (10-11 კლასები):
ინგლისური, როგორც უცხო ენა,
ინგლისური ლიტერატურა,
ბიზნესი,
ბიოლოგია,
გეოგრაფია,
კომპიუტერული მეცნიერებები,
რუსული ენა,
ისტორია,
მათემატიკა,
ფიზიკა,
ფრანგული ენა,
ქიმია,
ეკონომიკა.
A-Levels პროგრამა აკადემიური წარმატების მწვერვალია. გთავაზობთ ცნობილ კემბრიჯის სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ, გამომწვევ და ყოვლისმომცველ სასწავლო გეგმას, რომელიც სტუდენტებს მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისთვის ამზადებს.
ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს დახმარებით, ჩვენ ვზრდით მომავალ ლიდერებს, მეცნიერებსა და ინოვატორებს, რაც გლობალურ ასპარეზზე წარმატების გზას უზრუნველყოფს.
A-Levels
უნივერსიტეტამდელი მოსამზადებელი პროგრამა
KS5 | 12-13 წელი | 17-18 წელი
A-Level არის ორწლიანი კურსი, რომელიც საშუალებას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს მიიღონ ბრიტანეთის საშუალო განათლების ზოგადი სერტიფიკატი (IGCEA).
A-Level-ის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ ბაკალავრის ხარისხის პროგრამაზე დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კემბრიჯსა და ოქსფორდში.
A-Level-ის პროგრამებს იღებენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტები, ასევე აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, სინგაპურში, ეგვიპტეში, იორდანიასა და სამხრეთ აფრიკაში.