+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

ენის სკოლები საზღვარგარეთ

ინგლისური ენის სკოლები მალტაზე და დიდ ბრიტანეთში


🎯საზაფხულო პროგრამები მოიცავს:
✔️ყოველდღიურ ინგლისური ენის გაკვეთილებს,
✔️სპორტულ და გასართობ აქტივობებს
✔️ექსკურსიებს
✔️გამგზავრების პერიოდი ივლისი-აგვისტო.
🎯რატომ უნდა აარჩიოთ ეს პროგრამები❓
✔️ინგლისური ენის დონის გაუმჯობესების შესაძლებლობა რეალურ გარემოში, სადაც მიიღებ გამოცდილებას, რომელიც გახდის შენს ზაფხულს განსაკუთრებულს
✔️სწავლება და თავგადასავლები - გაკვეთილები თამაშებით, ექსკურსიები, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები
✔️კულტურული გაცვლა - შესაძლებლობა შეხვდე ახალგაზრდებს სხვადასხვა ქვეყნიდან
📄პროგრამის დასასრულს გაიცემა საერთაშორისო დონის სერტიფიკატი.

EC English Cambridge

კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი

ინგლისური ენის სკოლა „EC Cambridge“ 2004 წელს დაარსდა და დაახლოებით 200 მოსწავლეს იტევს. კლასებში საშუალოდ 12 მოსწავლეა. როგორც ყველა EC ცენტრი, EC კემბრიჯის სკოლაც ნათელი, თანამედროვე, ლამაზი და ელეგანტურია. 14 ნათელი, თანამედროვე და სრულად აღჭურვილი საკლასო ოთახი, ყველა სკოლის სტილში მოწყობილი, 20 ოთახი კომპიუტერით და უფასო ინტერნეტით, დამოუკიდებელი სწავლების ოთახი, სკოლის საკუთარი ბიბლიოთეკა, Wi-Fi და სტუდენტური დარბაზი გაკვეთილების შემდეგ სოციალიზაციისთვის.

LSI Cambridge

კემბრიჯი, დიდი ბრიტანეთი

LSI Cambridge კერძო ენების სკოლა Language Studies International (LSI)-ის ერთ-ერთი ცენტრია. LSI-ს ინგლისური ენის სწავლების 40-წლიანი გამოცდილება აქვს. ენების ცენტრი აკრედიტებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ და არის English UK-ის წევრი. LSI კემბრიჯი ინგლისური ენის შესასწავლად შესანიშნავი ადგილია. კემბრიჯის მრავალ კოლეჯთან ახლოს მდებარე სკოლის სული სწავლით არის გაჯერებული და ახალ სტუდენტებს იზიდავს.