+995 595 251 800 info@cambridge.ge
Geo
Eng

6-დან 18 წლამდე მოსწავლეებს ვთავაზობთ "კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის პროგრამას", როგორც საერთაშორისო სკოლის ალტერნატიულ ვარიანტს.
ჩვენ, "LTC - ენებისა და ტურიზმის ცენტრი" ვართ სასწავლო ცენტრი, სადაც ხდება მოსწავლეთა მომზადება სკოლის საგნებში - კემბრიჯის საერთაშორისო სკოლის პროგრამით. ყველა საგანი ისწავლება ინგლისურ ენაზე, ზუსტად იგივე კემბრიჯის სახელმძღვანელოებით და პროგრამით, როგორც სხვა საერთაშორისო სკოლებში. მათგან განსხვავებით, ჩვენ უარი ვთქვით დამატებითი სერვისების შემოთავაზებაზე (ავტობუსით მომსახურება, საცურაო აუზი, კვება და სხვ.), რაც შეიძლება დამატებით ხარჯად დააწვეს მშობლების ჯიბეს.
ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯის საერთაშორისო სასწავლო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის მიღების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, ამავდროულად მათ მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის. ასაკის მიხედვით კლასები დაყოფილია 4 კატეგორიად:
დაწყებითი კლასები Cambridge Primary (6-11 წელი),
საშუალო კლასები Cambridge Secondary (12-13 წელი),
მაღალი კლასები Cambridge IGCSE (14-16 წელი),
საუნივერსიტეტო Cambridge-a-level (16-18 წელი).
თითოეული კლასის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ
800 წლის განმავლობაში კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემების სათავეში იდგა. ამ ეპოქაში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ კემბრიჯის სასწავლო გეგმის მიხედვით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილში. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სად მიიღებს მოსწავლე ხარისხიან განათლებას, მთავარია მან წარმატებით გამოიყენოს ეს ცოდნა კემბრიჯის გამოცდებზე IGCSE და A-LEVEL. აღნიშნული სასწავლო გეგმით მსოფლიო მასშტაბით 160 ქვეყანაში სწავლობს 8 მილიონზე მეტი ადამიანი.
ჩვენი სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამება კემბრიჯის საერთაშორისო სტანდარტებს და ფოკუსირებულია პიროვნების განვითარებაზე და მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე.
ჩვენი მიზანია მომავალი ლიდერების მომზადება, რაც ხარისხიანი განათლების მიღებით იწყება. ჩვენ ვეხმარებით, რომ მათ ჩამოუყალიბდეთ ისეთი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს მათ წარმატებულ ცხოვრებას და კარიერას.
კემბრიჯის სასწავლო გეგმა ყველა მოსწავლეს, მათ შორის მათ, ვისი მშობლიური ენაც ინგლისური არ არის, მრავალფეროვან შესაძლებლობებს სთავაზობს. ჩვენ გთავაზობთ ინტენსიურ სასწავლო გეგმას, რომელიც სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა სულ რამდენიმე თვეში თავისუფლად იკითხონ, წერონ და ისაუბრონ ინგლისურად. მოსწავლეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო შეჯიბრებებსა და ოლიმპიადებში, როგორიცაა ფიზიკა და მათემატიკა.
ყოველი გაკვეთილის ბოლოს, მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალება, რათა უკეთესად შეძლონ განხილული მასალის გაგება. ჩვენი მასწავლებლები მუდმივად აკვირდებიან თითოეული სტუდენტის პროგრესს, პასუხობენ მათ ყველა კითხვას როგორც გაკვეთილების მიმდინარეობის დროს, ასევე ონლაინ სწავლების პლატფორმაზე, რათა დარწმუნდნენ, რომ სტუდენტებმა ნამდვილად გაიგეს ახსნილი გაკვეთილი. ჩვენ მაქსიმალურად ვიყენებთ სასწავლო პოტენციალს ტრადიციულ სკოლაში არსებული ყურადღების გამფანტველი ფაქტორების შემცირებით და ამიტომ მთელი სასწავლო პროცესი საინტერესო და მიმზიდველი ხდება.

ყველა ჩვენს მოსწავლეს, რომელმაც დაასრულა შესაბამისი კურსი, შეუძლია ჩააბაროს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები, როგორიცაა Cambridge International GCSE ან Cambridge International AS & A Level. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტებს შეუძლიათ სახლიდან ონლაინ სწავლა, გამოცდების ონლაინ ჩაბარება შეუძლებელია. გამოცდების ჩასაბარებლად, სტუდენტი უნდა ეწვიოს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების რომელიმე ცენტრს - 10,000 ცენტრი განლაგებულია 160 ქვეყანაში (თბილისში ასეთი 4 ცენტრია).
ჩვენ მოგაწვდით ყველა საჭირო გამოცდის კოდს, საგამოცდო ცენტრების მისამართებს და ასევე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი შვილის კემბრიჯის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის.
ყველა ჩვენს მოსწავლეს შეუძლია აიღოს კემბრიჯის საერთაშორისო ატესტატი (IGCSE) შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში. ასევე მოსწავლეს შეუძლია ისწავლოს ჩვენთან და პარალელურად იაროს სახელმწიფო სკოლაშიც. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ ქართული სკოლის ატესტატი.

ჩვეულებრივ სწავლებასთან ერთად გთავაზობთ ონლაინ სწავლებას. სწავლების ეს მოდელი მოსახერხებელია მათთვის, ვინც თბილისის გარეთ ცხოვრობს, ან ჯანმრთელობის გამო არ შეუძლია სკოლაში სიარული. ჩვენი მოქნილი სისტემა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს ჩაერთონ სწავლების პროცესში მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. ჩვენი ონლაინ სწავლების პლატფორმა მარტივია ნავიგაციისთვის და მოსწავლეს წვდომა აქვს ყველაფერზე, რაც მას სჭირდება შესასწავლად, იქნება ეს მასწავლებელთან პირდაპირი დაკავშირება, საშინაო დავალების წარდგენა თუ ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება.
ონლაინ სწავლება არ ნიშნავს ყველაფრისგან და ყველასგან იზოლაციას. ყველაფერი ხდება ბუნებრივად ისევე, როგორც ჩვეულებრივ ფიზიკურ საკლასო ოთახში: სტუდენტები იყენებენ ინტერაქტიულ დაფას, ჩატს და მიკროფონს მასწავლებელთან და ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის. თითოეული გაკვეთილი გრძელდება 45 წუთი და მასწავლებელი, რომელსაც კლასში მაქსიმუმ 10 სტუდენტი ჰყავს, ინდივიდუალურ ყურადღებას უთმობს თითოეულ სტუდენტს.
დიდ ბრიტანეთში აკადემიური წელი სამ სემესტრად იყოფა:
შემოდგომის სემესტრი (სექტემბერი-დეკემბერი)
გაზაფხულის სემესტრი (იანვარი-მარტი)
ზაფხულის სემესტრი (აპრილი-ივლისი)