+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

კითხვა-პასუხი

"LTC - ენებისა და ტურიზმის ცენტრი" არის სასწავლო მოსამზადებელი ცენტრი, სადაც ისწავლება ინგლისური ენა, ასევე სხვა სასკოლო საგნები ინგლისურ ენაზე - კემბრიჯის საერთაშორსო სკოლის პროგრამით. ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯის საერთაშორისო სასწავლო გეგმას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სასწავლო გეგმაა. კემბრიჯის სასწავლო გეგმით სწავლობენ 10 000-ზე მეტ სკოლაში 160 ქვეყანაში. ასევე, სურვილის შემთხვევაში - შესაძლებელია სწავლება ონლაინ რეჟიმშიც.


კემბრიჯის საგანმანათლებლო სისტემა აღიარებულია მსოფლიოს უნივერსიტეტების მიერ, მათ შორის აშშ-ის აივი ლიგის (The Ivy League) უნივერსიტეტებისა და დიდი ბრიტანეთის ყველა უნივერსიტეტის მიერ. კემბრიჯის სასწავლო გეგმები ავითარებს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების უნარებს, ასევე მათ ჩართულობისა და ინოვაციების უნარს. მშობლებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი შვილები ჩვენთან იღებენ მაღალი ხარისხის განათლებას, რომელიც აკმაყოფილებს გლობალურ სტანდარტებს.


მოსწავლეს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა ინგლისურ ენაში. თუ მოსწავლეს არა აქვს სათანადო ინგლისური ენის ცოდნა, რათა დაძლიოს შესაბამისი კლასის მასალა, ჩვენი პედაგოგები მოამზადებენ მას ინდივიდუალურად.


უბრალოდ შეავსეთ ონლაინ განაცხადი ამ ვებსაიტზე. რეგისტრაციის წითელი ღილაკი მოთავსებულია მთავარი მენიუს მარჯვენა მხარეს. თქვენ უნდა წარადგინოთ მოსწავლის დაბადების მოწმობის (ან პასპორტის) ასლი და გადაიხადოთ საფასური.


პირველკლასელი მოსწავლე უნდა იყოს მინიმუმ 6 წლის.


კემბრიჯის დაწყებით და საშუალო კლასების მოსწავლეებს (1-დან მე-9 კლასამდე) შეუძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეუერთდნენ სასწავლო პროცესს. კემბრიჯის მაღალ კლასებში (10, 11, 12 და 13) მიღება სასურველია შემოდგომის სემესტრიდან.


მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს დილის ან საღამოს მეცადინეობა. დილის მეცადინეობა იწყება 09:00 საათზე, საღამოს მეცადინეობა 16:00 საათზე. ჩვენი მისამართია: ვაჟა-ფშაველას გამზ. 41 (მეტრო დელისთან), მე-3 სართ. სურვილისამებრ, მოსწავლეს შეუძლია ჩაერთოს გაკვეთილის პროცესში ონლაინ საკუთარი კომპიუტერით ან პლანშეტით სახლიდან ან სხვა ადგილიდან.


დიახ, შეგიძლიათ ისწავლოთ პარალელურად სახელმწიფო ან ნებისმიერ სხვა სკოლაში. ამისათვის ჩვენ გთავაზობთ მეცადინეობის მოქნილ გრაფიკს დილით ან საღამოს - შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი გრაფიკი.


ჩვენს ყველა სისტემაზე წვდომა შესაძლებელია თქვენი სახლის კომპიუტერის ან ლეპტოპის გამოყენებით, თუ გაქვთ შემდეგი: ლეპტოპი, პლანშეტი ან დესკტოპ კომპიუტერი, რომელიც მუშაობს თანამედროვე პროგრამულ უზრუნველყოფაზე და საკმარისი სიმძლავრის პროცესორი, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, ვებკამერა, პრინტერი, ყურსასმენები მიკროფონით, პლანშეტისთვის განკუთვნილი სტილუსი ასევე სასარგებლო იქნება, მაგრამ არ არის სავალდებულო.


სავალდებულო არ არის. ჩვენ არ ვითხოვთ ჩვენი მოსწავლეებისაგან ფორმების ტარებას. თუმცა ვისაც აქვს სურვილი შეუძლია იაროს ფორმით.


კემბრიჯის წიგნები არის ჩვენ სისტემაში და ყველა მოსწავლეს ექნება მასთან უფასოდ წვდომა. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ შეიძინოთ სასურველი წიგნები ჩვენი დახმარებით.


არა, ქართული (ზოგადსაგანმანათლებლო) სკოლის დამთავრების ატესტატს არ გავცემთ. ჩვენ არ ვთავაზობთ ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო გეგმას. მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფო სკოლის პარალელურდ მოემზადოს ჩვენთან ინგლისურ ენაზე "კემბრიჯის პროგრამით". ასევე, მოსწავლეებს შეუძლიათ მიიღონ საშუალო განათლების საერთაშორისო ზოგადი სერტიფიკატი (კემბრიჯის IGCSE) კემბრიჯის გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.


ყველა მოსწავლეს, რომელმაც დაასრულა შესაბამისი კურსი (მე-11 და 13 კლასები), შეუძლია ჩააბაროს გამოცდები, როგორიცაა Cambridge International GCSE ან Cambridge International AS&A Level. გამოცდების ჩასაბარებლად, მოსწავლე უნდა ეწვიოს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდების რომელიმე ცენტრს - 10,000 ცენტრი განლაგებულია 160 ქვეყანაში (თბილისში ასეთი 4 ცენტრია). ჩვენ მოგაწვდით ყველა საჭირო გამოცდის კოდს, საგამოცდო ცენტრების მისამართებს და ასევე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელიც დაგჭირდებათ თქვენი შვილის კემბრიჯის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის.


დიახ, კემბრიჯის ონლაინ სკოლებს აქვთ ისეთივე აღიარება და ლეგიტიმაცია მთელს მსოფლიოში, როგორც ტრადიციულ სკოლებს. მნიშვნელობა არა აქვს სად მიიღებს მოსწავლე ხარისხიან განათლებას - ტრადიციულ თუ ონლაინ სკოლაში, მთავარია მან გამოიყენოს ეს ცოდნა კემბრიჯის გამოცდებზე IGCSE და A-LEVEL (კემბრიჯის საგამოცდო ცენტრებში) ჩააბაროს და მიიღოს მსოფლიო სტანდარტის ატესტატი.


დიახ, ჩვენ ვიღებთ მოსწავლეებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან!


არა. ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ ვიზის ან დროებითი ბინადრობის დოკუმენტები.