+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

კონფიდენციალურობის პოლიტიკა



“შპს ენებისა და ტურიზმის ცენტრი” (შემდგომში - ცენტრი), კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულების მიზნით პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, პატივს სცემს ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, მათ შორის, პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ცენტრში მოსწავლედ რეგისტრაციისას, ასევე სემინარების და სხვადასხვა აქტივობების მიმდინარეობის დროს ელექტრონული და/ან ფიზიკური ფორმით მუშავდება მოსწავლეთა / სხვდასხვა ფორმით მონაწილეთა (მონაცემთა სუბიექტების) პერსონალური მონაცემები.

1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიზანი და გავრცელების სფერო
“ცენტრის” პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (შემდგომში - პოლიტიკა) მიზანია, დაინტერესებულმა პირმა (ცენტრში სწავლის მსურველი, მიმდინარე მსმენელი, კურსდამთავრებული (მათ შორის, როგორც რეკომენდატორი), სხვადასხვა აქტივობებში მონაწილე ან სხვა - მონაცემთა სუბიექტები) მიიღოს ძირითადი ინფორმაცია, თუ როგორ ხდება ცენტრის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავდება, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების დაცვა, პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვა.

წინამდებარე დოკუმენტი შემუშავდა რათა, მონაცემთა სუბიექტებს მიაწოდოს ინფორმაცია სემინარების / სხვადასხვა აქტივობების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების ზოგადი წესების და პრინციპების თაობაზე, ასევე, მონაცემთა სუბიექტებს მიაწოდოს ინფორმაცია მათი უფლებების და ამ უფლებების რეალიზების მექანიზმების შესახებ.

პოლიტიკა ვრცელდება ცენტრის მიერ ფიზიკური პირების (ცენტრში ჩარიცხვის მსურველთა და არსებული კურსის მოსწავლეთა და კურსდამთავრებულთა, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეთა) შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესებზე. ცენტრის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება წარმოებს შემდეგი ძირითადი პრინციპების შესაბამისად:
• კანონიერება, კეთილსინდისიერება და გამჭვირვალობა
• მიზნების შეზღუდვა
• მონაცემების მინიმუმამდე დაყვანა
• სიზუსტე
• შენახვის შეზღუდვა
• უსაფრთხოება
• მთლიანობა და კონფიდენციალურობა.
• ცენტრი პასუხისმგებელია, ნებისმიერ მომენტში დაადასტუროს პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებთან შესაბამისობა (ანგარიშვალდებულების პრინციპი).

საკითხები, რომელიც არ არის მოცემული წინამდებარე დოკუმენტში, რეგულირდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

პერსონალური მონაცემი - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით.

მონაცემთა დამუშავება − პერსონალურ მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე, მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით.

მონაცემთა დაბლოკვა − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების დროებით შეჩერება.

მონაცემთა სუბიექტი − ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ მონაცემიც მუშავდება.

ვიდეომონიტორინგი - განთავსებული/დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეომონიტორინგი ან/და ვიდეოჩაწერა.

აუდიომონიტორინგი - ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა.

ფოტოგადაღება - ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ფოტო მასალის დამუშავება.

3. მონაცემთა სუბიექტების წრე
ცენტრიში მუშავდება შემდეგი პირების შესახებ მონაცემები:
• ცენტრში სწავლის მსურველი ფიზიკური პირები
• ცენტრში ჩარიცხული და სემინარის მონაწილე მსმენელები
• კურსდამთავრებულები (მათ შორის, როგორც რეკომენდატორები)
• მოწვეული სტუმრები (ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების და სხვა)

4. დამუშავებული პერსონალური მონაცემები
ცენტრში დამუშავებული პერსონალური მონაცემების კატეგორია მოიცავს:
• საიდენტიფიკაციო მონაცემებს (მაგალითად, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი)
• საკონტაქტო მონაცემებს (მაგალითად, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი)
• აუდიო-ვიზუალური მონაცემები (მაგალითად, სემინარის ფარგლებში განხორციელებული ფოტო/ვიდეო მონაცემები)
ცენტრში მუშავდება განსაკურებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, რომელიც მოიცავს სკოლაში ჩარიცხვის მსურველი აპლიკანტების ან სემინარების მსვლელობის დროს განხორციელებულ აუდიო ჩანაწერის წარმოებას.

5. პერსონალური მონაცემების შეგროვების წყაროები
ცენტრი მონაცემებს აგროვებს ძირითადად შემდეგი წყაროებიდან:
• თავად მონაცემთა სუბიექტისგან - ცენტრში სწავლის სურვილის გამოთქმისას ელექტრონული ანკეტის შევსებით
• სემინარის მიმდინარეობისას ფოტო/ვიდეო გადაღების გზით
• სემინარის მომდინარეობისას აუდიო მონაცემების დამუშავების გზით

6. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები
ცენტრი პერსონალურ მონაცემებს, ძირითადად, ამუშავებს მისი სამოქალაქო-საგანმანათლებლო ფუნქციების განხორციელების მიზნით:
• კანდიდატების ანკეტების შერჩევის მიზნით
• ცენტრის პოპულარიზაციის მიზნით (ფოტო/ვიდეო გადაღება და სოციალურ მედიასა და ოფიციალურ ვენ გვერდზე განთავსება)
• სემინარზე დასწრების აღრიცხვის მიზნით
• სემინარზე განხილული თემების საარქივო მასალის წარმოების მიზნით

7. პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები
ცენტრი პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით:
• მონაცემთა სუბიექტის თანხმობით
• მონაცემების დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად/ სკოლაში მსმენელად ჩარიცხვის გადაწყვეტილების მისაღებად

8. პერსონალური მონაცემების დამუშავება აუდიომონიტორინგის გზით

ცენტრიში სემინარის მიმდინარეობისას ხორციელდება აუდიომონიტორინგი, რაც გულისხმობს მსმენელის და/ან მოწვეული სტუმრების მოხსენების, დისკუსიის აუდიო ჩანაწერის გაკეთებას სემინარებზე განხილული თემების ცენტრის არქივში განთავსების მიზნით. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს სემინარის/მომხსენებლის/ექსპერტის მსმენელის თანხმობას აუდიო მონიტორინგის გზით მონაცემების დამუშავებაზე. აუდიო ჩანაწერი ინახება უვადოდ, საარქივო მონაცემების შენახვის მიზნით. აუდიომონიტორინგის განხორციელების საფუძველს წარმოადგენს მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული თანხმობა, ცენტრის საქმიანობის მიზნებისთვის საოქმო ჩანაწერის განხორციელების საჭიროება და ცენტრის ლეგიტიმური ინტერესი, რომ აწარმოოს ცენტრის საქმიანობის არქივი.

9. პერსონალური მონაცემები მიმღები მესამე პირები
ცენტრიში დამუშავებული პერსონალური მონაცემების მიმღები შეიძლება იყვნენ სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროცესის დამფინანსებლები (საელჩოები, საკონსულოები და სხვა).

10. პერსონალური მონაცემების შენახვის ვადები ცენტრი მონაცემებს ინახავს უვადოდ, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის მიერ მონაცემთა სუბიექტების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა (არ ეხება აუდიო მონიტორინგს).

11. პერსონალური მონაცემების სხვა სახელმწიფოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ცენტრმა მონაცემთა სუბიექტების მონაცემები შეიძლება გადასცეს სამოქალაქო-საგანმანათლებლო პროცესის დამფინანსებლებს (საელჩოები, საკონსულოები, და სხვა).

12 .მონაცემების უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები ცენტრი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული პერსონალური მონაცემების დამუშავება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ. იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე სამყაროში მონაცემთა დამუშავება უმთავრესად ხორციელდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების გაუმჯობესებასა და დახვეწას. პერსონალურ მონაცემებზე დაშვება აქვთ სკოლის დირექტორს, ან მის მიერ უფლებამოსილ პირებს სკოლის საჭიროებიდან გამომდინარე

13. მონაცემთა სუბიექტის უფლებები

მონაცემთა სუბიექტს მის შესახებ სკოლაში დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით შეუძლია ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული უფლებებით. მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შესაბამისად, ცენტრი უზრუნველყოფს:

• მის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის გაცნობას: რომელი მონაცემები მუშავდება; მონაცემთა დამუშავების მიზანი; მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; მონაცემების შეგროვების წყარო(ები); მონაცემთა შენახვის ვადა/ვადის განსაზღვრის კრიტერიუმი; მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ; მონაცემების სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის და შესაბამისი საფუძვლის შესახებ; მონაცემთა მიმღების/მიმღებების კატეგორიის და მონაცემთა გადაცემის საფუძვლის და მიზნის შესახებ; მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების და მისი მოსალოდნელი შედეგების შესახებ (არსებობის შემთხვევაში).
• მის შესახებ ცენტრში დაცული მონაცემების გაცნობას და ამ მონაცემების უსასყიდლოდ მიღებას, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური.

• მონაცემების გასწორებას, განახლებას, შევსებას, დაბლოკვას, წაშლას, განადგურებას ან დამუშავების შეწყვეტას თუ ისინი მცდარია, არაზუსტია, არასრულია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
• მონაცემთა გადატანის უფლებით სარგებლობას - სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მონაცემების მონაცემთა სუბიექტისთვის ან სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია.
• მონაცემების დამუშავების შეწყვეტას ან/და განადგურებას, თუ ისინი მუშავდება მხოლოდ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის საფუძველზე და არ არსებობს მონაცემების დამუშავების სხვა საფუძველი (გარდა აუდიო ჩანაწერებისა)
კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შესაბამისი მოცულობით შეიზღუდოს, თუ მათი რეალიზაცია საფრთხეს უქმნის, მათ შორის:

• სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს

• საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს

• დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას

• ქვეყნის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს

• მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას
• მონაცემთა სუბიექტის ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს
• სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას
• სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე, მონაცემთა სუბიექტს შესაძლებლობა აქვს მოგვმართოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@cambridge.ge

14. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა
წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით ვაცხადებ თანხმობას რომ გავეცანი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას“ და “ენებისა და ტურიზმის ცენტრს“ ვანიჭებ უფლებას, ამ დოკუმენტის მე-5 თავში განსაზღვრული ჩემი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის) მონაცემები დაამუშაოს სკოლის მე-6 თავში განსაზღვრული მიზნობრიობით. ასევე ვანიჭებ უფლებას, ცენტრის სხვადასხვა აქტივობების დროს (სემინარები, მოგზაურობები) განხორციელებული ფოტოგადაღებისას მოპოვებული ფოტომასალა ჩემი მონაწილეობით საკუთარი შეხედულებისამებრ და მხოლოდ სკოლის კანონიერი მიზნებისთვის გაასაჯაროოს სხვადასხვა სოციალური ქსელის ან ცენტრის ოფიციალური ვებ-გვერდის საშუალებით.