+995 595 251 800 info@cambridge.ge
Geo
Eng
ჩვენი ცენტრი მოგამზადებთ კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდისთვის და დაგეხმარებათ ენობრივი ცოდნის გაუმჯობესებაში. ეს კურსები გაგაცნობთ გამოცდის ყველა ეტაპს. ამ კურსებზე მიღებული ცოდნა დაგეხმარებათ ტესტის წარმატებით ჩაბარებაში. მაღალი ხარისხის მომზადება გამოცდის წარმატებით ჩაბარების გარანტიაა.
Starters – დამწყები დონე.
Movers – მე-2 დონე.
Flyers – მე-3 დონე.
დაწვრილებით
Starters – დამწყები დონე.
Movers – მე-2 დონე.
Flyers – მე-3 დონე.
დაწვრილებით
კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდები (Cambridge English) არის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები, რომლებიც ადასტურებს ენის ცოდნის დონეს ევროპული ჩარჩოს (CEFR) მიხედვით, A1-დან C2 დონემდე. სერტიფიკატები ვალიდურია (უვადოა) მთელი ცხოვრების მანძილზე და აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ.
კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდები შეიქმნა კემბრიჯის უნივერსიტეტის Cambridge Assessment English (UK)-ის მიერ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ინგლისურს სწავლობს უცხო ენად და მისთვის ინგლისური არ არის მშობლიური ენა.
ზოგიერთი ფაქტი
ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აბარებს კემბრიჯის გამოცდებს და იღებს საერთაშორისო დონის კვალიფიკაციას. კემბრიჯის გამოცდის სერთიფიკატი არის უვადო და არ საჭიროებს ხელახლა ჩაბარებას.
გამოცდის ფორმატი
Cambridge ESOL exams შედგება ხუთი ტესტისგან (KET, PET, FCE, CAE, CPE), რომელთაგან თითოეული გათვლილია გამოსაცდელი პიროვნების ცოდნის შესაფერისი დონისათვის.
KET (Key English Test) ამოწმებს ინგლისურის ფლობის საბაზისო დონეს (Pre-Intermediate). KET გამოცდა შედგება სამი ნაწილისაგან: წაკითხვა და წერა, მოსმენა, საუბარი.
PET (Preliminary English Test) გულისხმობს ინგლისური ენის ფლობას Intermediate დონეზე, ანუ საბაზისოზე უფრო მაღლა. ტესტირების ეტაპები: წაკითხვა და წერა, მოსმენა, საუბარი.
FCE (First Certificate in English) – ამ ჯგუფიდან ყველაზე უფრო პოპულარული საერთაშორისო გამოცდაა – გათვლილია B2 ცოდნის მქონე კანდიდატზე. გამოცდა შედგება ხუთი ნაწილისაგან: კითხვა, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და საუბარი.
CAE (Certificate in Advanced English) – გათვლილია მაღალი დონის ცოდნის მქონე კანდიდატებისთვის. ტესტირების ეტაპები: კითხვა, წერა, ინგლისურის გამოყენება, მოსმენა და საუბარი.
CPE (Certificate of Proficiency in English) – უმაღლესი საფეხურის გამოცდაა, გულისხმობს ენის ცოდნას თითქმის როგორც მშობლიური.
ჩატარდა პირველი საგამოცდო სესიები
ადამიანი აბარებს გამოცდებს მსოფლიოში ყოველწლიურად
ყოველწლიურად ტარდება გამოცდების სესიები
კემბრიჯის გამოცდები შექმნილია ენის ცოდნის დონის დასადგენად. Cambridge Assessment English სერტიფიკატი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონეს. კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდის (მაგალითად, KET, PET, IELTS) ჩაბარება სავალდებულოა უცხოურ სკოლებში და უნივერსიტეტებში სწავლის შემთხვევაში, ასევე დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, აშშ-სა და სხვა ინგლისურენოვან ქვეყნებში დასაქმებისთვის. კემბრიჯის ინგლისური ენის სერტიფიკატი ასევე დაგჭირდებათ ინგლისურენოვან ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის დოკუმენტების მისაღებად.
25 000-ზე მეტი ორგანიზაცია, მათ შორის სკოლები, უნივერსიტეტები, სამთავრობო უწყებები, კერძო და საჯარო კომპანიები, აღიარებენ კემბრიჯის სერტიფიკატებს და იმ ენის ცოდნის ობიექტურობას, რომელსაც ის ასახავს. კემბრიჯის სერტიფიკატით ადამიანებს შეუძლიათ ჩააბარონ უნივერსიტეტში, იშოვონ სამსახური და თავი იგრძნონ კომფორტულად ყველგან, სადაც ინგლისური ენა ურთიერთობის ძირითადი საშუალებაა.