+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

წესები და პირობები



წესები და პირობები

1. შესავალი
ეს შეთანხმება განსაზღვრავს იმ წესებსა და პირობებს, რომელთა საფუძველზეც ხდება თქვენი შვილისთვის “საერთაშორისო ბრიტანულ აკადემიაში” მოსწავლის ადგილის შეთავაზება. თქვენი შვილისთვის, როგორც მოსწავლისთვის, ადგილის მიღებით, თქვენ ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს. ამ დოკუმენტში გამოყენებული ტერმინი „მშობლები“ ასევე გულისხმობს “მეურვეებს”.

2. ხანგრძლივობა
ეს შეთანხმება ძალაში დარჩება, სანამ მოსწავლე არ დაასრულებს სწავლას “საერთაშორისო ბრიტანული აკადემიაში”, ან მანამ, სანამ მშობელი ნებაყოფლობით არ გააუქმებს მას “მოსწავლის გაყვანის“ ფორმის შევსებით.

3. სკოლის დირექტორების უფლებამოსილება
მშობლები აძლევენ უფლებამოსილებას “საერთაშორისო ბრიტანული აკადემიის” დირექტორს, ან მის მიერ დანიშნულ მოადგილეს, განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებსაც დირექტორი ყოველდღიურად მიიჩნევს მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

4. განათლების უზრუნველყოფა
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა მოსწავლისთვის უზრუნველყოს შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო და სწავლების მაღალი დონე, სტანდარტი და ხარისხი.
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” ვერ იძლევა გარანტიას, რომ მოსწავლე მიაღწევს სასურველ შედეგებს გამოცდებში, ან რომ შედეგები საკმარისი იქნება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასაბარებლად.
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” ამჟამად არ ახორციელებს გამოცდების ადმინისტრირებას. მოსწავლეები ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ კერძო კანდიდატებად. აკადემია მიაწვდის მოსწავლეს სრულ ინფორმაციას გამოცდებთან დაკავშირებით, თუმცა შესაფერისი საგამოცდო ცენტრის პოვნა, რეგისტრაციის ვადების დაცვა და გამოცდების ჩაბარებასთან დაკავშირებული ხარჯები მშობლების პასუხისმგებლობაა. გარდა ამისა, სხვა სავალდებულო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის მოთხოვნები, მაგალითად, A-Level პრაქტიკული მეცნიერების საგანში მონაწილეობის მოთხოვნები, მშობლების პასუხისმგებლობაა.

5. სწავლის გადასახადი და გადახდის პირობები
5.1 რეგისტრაციის საფასური (200 ლარი) უკან არ ბრუნდება.
5.2 სწავლის საფასური ბრუნდება უკან, თუ ჩარიცხვიდან 14 დღის განმავლობაში მოგვწერთ ელექტრონული ფოსტით, რომ გსურთ კურსის გაუქმება. ამ დროის გასვლის შემდეგ სწავლის საფასურის უკან დაბრუნება შეუძლებელი იქნება. თუ დარეგისტრირდებით სასწავლო წლის განმავლობაში და დაესწარით მინიმუმ ერთ გაკვეთილს, 14-დღიანი გაუქმების პოლიტიკა არ ვრცელდება და თანხა უკან არ დაბრუნდება.
5.3 თუ სემესტრულ გადახდას ახორციელებთ, თანხა უნდა იქნეს გადახდილი მიმდინარე სემესტრის დაწყებამდე 14 დღით ადრე.
5.4 თუ გადახდა ხორციელდება ყოველწლიურად, გადახდა უნდა განხორციელდეს რეგისტრაციიდან 14 დღის განმავლობაში. თუ სასწავლო წლის განმავლობაში შემოუერთდით, სწავლის საფასური გამოითვლება პროპორციულად.
5.5 დაგვიანებული გადახდის შემთხვევაში, სკოლის ადმინისტრაციის მიერ გაგზავნილი იქნება შეხსენებითი ინვოისი. გამოგზავნილი ყოველი ასეთი შეხსენებისთვის ადმინისტრაციული გადასახადი შეადგენს 50 ლარს. სტუდენტის ანგარიში გაფრთხილების გარეშე დაიბლოკება გადახდის მიღებამდე. “საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს გაზარდოს სწავლის საფასური; ნებისმიერი ზრდის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ სწავლების საფასურის ზრდის ძალაში შესვლამდე. საფასურის და ყველა სხვა ხარჯის გადახდის ვალდებულება ეკისრებათ იმ პირებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ხელშეკრულების პირობებს. გაკვეთილების ჩატარების მცირე შეფერხებების შემთხვევაში თანხა უკან არ დაბრუნდება.

6. შეტყობინების პერიოდი
მშობლებს შეუძლიათ შვილის აკადემიიდან გაყვანა ნებისმიერ დროს, გასვლის შესახებ შეტყობინების გაგზავნით. გასვლის შესახებ შეტყობინების გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით info@cambridge.ge-ზე. ნებისმიერი სხვა საშუალებით, მათ შორის ტელეფონით, გაგზავნილი შეტყობინება არ მიიღება. მოსწავლის გასვლამდე სასურველია დირექტორთან წინასწარი კონსულტაცია.

7. კონფიდენციალურობა
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” აღიარებს მოსწავლეთა კონფიდენციალურობის მნიშვნელობას და ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ მათ ინტერესებს. როგორც ონლაინ სკოლას, ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური ვებ-გვერდი და ვიყენებთ სოციალურ მედიას, როგორც ჩვენს ყოველდღიურ ინსტრუმენტს. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა გამოჩნდნენ ჩვენს ვებსაიტზე და სოციალურ მედიაში მრავალი გზით, მათ შორის ფოტოებით, ვიდეოებით, ხმოვანი ჩანაწერებითა და პოსტებით. ამ შემთხვევაში, ჩვენ მოვითხოვთ მშობლებისა და მოსწავლეებისგან ცალსახა თანხმობას ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე. გარდა ამისა, “საერთაშორისო ბრიტანული აკადემიამ” შეიძლება დროდადრო გამოაქვეყნოს პრესაში, ვებსაიტზე და სოციალურ მედიაში ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი აზრით, სკოლის, მოსწავლეებისა და მშობლების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება. ამ შემთხვევაში, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ ნებართვას ნებისმიერი გამოქვეყნებამდე.

8. მონაცემთა დაცვა
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” გამოიყენებს თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას თქვენთან და თქვენს შვილთან დაკავშირებით, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ადმინისტრაციული მონიტორინგის, აღრიცხვის, სასწავლო გეგმისა და გამოცდების დაგეგმვისა და კონტროლის, გამოცდების შედეგების გამოქვეყნების, ცნობების მიწოდების, საგანმანათლებლო და მენეჯმენტის მიზნებისთვის ანალიზის, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის და სხვა მიზნებისთვის, რომლებიც აუცილებელია სკოლის კარგი მართვისა და მისი პერსონალისა და მოსწავლეების კეთილდღეობისთვის.
ჩვენ შეიძლება გავუმჟღავნოთ ინფორმაციის ნაწილი ან მთლიანად მომსახურების მიმწოდებლებსა და აგენტებს ამ მიზნებისთვის.
ამ ფორმის შევსებით თქვენ ეთანხმებით თქვენს მიერ და თქვენი შვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებას ზემოთ აღწერილი მიზნებისთვის, რაც, საჭიროების შემთხვევაში, მოიცავს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლებიც დაკავშირებულია თქვენი შვილის ჯანმრთელობასთან, მათ რელიგიურ კუთვნილებასთან და ეთნიკურ ან რასობრივ წარმომავლობასთან.
თქვენ გაქვთ უფლება გამოითხოვოთ თქვენს შვილთან ან თქვენთან დაკავშირებული ჩვენს მიერ შენახული ინფორმაციის ასლი და გამოასწოროთ მასში არსებული ნებისმიერი უზუსტობა.
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემიას” აქვს ყველა აკადემიური გაკვეთილის ჩაწერის პოლიტიკა. გაკვეთილების ჩაწერის შესაძლებლობა ძალიან ღირებულ აქტივად ითვლება და ეს პოლიტიკა ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის, ასევე მშობლების ინტერესებში შედის. ყველა გაკვეთილის ჩანაწერი უსაფრთხოდ ინახება ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების სერვერებზე.
ამ შეთანხმების ხელმოწერით, მშობლები აძლევენ “საერთაშორისო ბრიტანულ აკადემიას” ნებართვას, დაუკავშირდეს ნებისმიერ საგამოცდო ცენტრს, სადაც სტუდენტმა ჩააბარა გამოცდები და, თავის მხრივ, ნებართვას აძლევს საგამოცდო ცენტრს, გამოცდის შედეგები საერთაშორისო ბრიტანული აკადემიას გაუზიაროს.

9. ინტერნეტ უსაფრთხოება
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” მიიღებს ყველა საჭირო ზომას იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენმა შვილმა სკოლის პლატფორმის საშუალებები შესაბამისი მიზნებისთვის გამოიყენოს, თუმცა თქვენი შვილი პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ბრიტანული აკადემიის ელექტრონული ფოსტის სერვისებისა და ონლაინ სოციალური საზოგადოების გამოყენებაზე და რომ განზრახ ბოროტად გამოყენება ჩაითვლება “კემბრიჯის საერთაშორისო აკადემიის” წესების დარღვევად. მშობლები ნებართვას აძლევენ დირექტორს, რომ ნებისმიერ დროს აკონტროლოს “კემბრიჯის საერთაშორისო აკადემიის” სერვისის გამოყენება. მოსწავლეების ინტერნეტში შეუფერებელი კონტაქტებისგან დასაცავად, მოსწავლეებს ექნებათ პაროლები და მათ მხოლოდ სხვა მოსწავლეებთან და პერსონალთან უნდა დაუკავშირდნენ ავტორიზებულ საკლასო ოთახებში, შეტყობინებების დაფებზე, ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე, გაკვეთილებსა და ონლაინ საზოგადოებებში, რომლებიც შექმნილია კემბრიჯის საერთაშორისო აკადემიის მიერ.

10. სასწავლო გარემო
მშობლები პასუხისმგებელნი არიან უზრუნველყონ, რომ მათ შვილს ჰქონდეს სწავლისთვის შესაფერისი ადგილი. “საერთაშორისო ბრიტანული აკადემია” არ არის პასუხისმგებელი სახლის (ან სხვა ნებისმიერი) სასწავლო გარემოზე.

11. დისციპლინა
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემიაში” მოსწავლეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და საგანმანათლებლო წინსვლის საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება დირექტორს. დირექტორს აქვს უფლებამოსილება, განიხილოს ყველა წარმოშობილი დისციპლინური საკითხი და საჭიროების შემთხვევაში, პერსონალს შორის გადაანაწილოს დისციპლინური უფლებამოსილებები. მშობლები და მოსწავლეები უპირობოდ იღებენ დირექტორის ასეთ უფლებამოსილებას. დისციპლინის დარღვევის ძალიან სერიოზულ შემთხვევებში, დირექტორს შეიძლება ჰქონდეს მოსწავლის დროებით შეჩერების ან გარიცხვის სრული უფლებამოსილება. მშობლები თანხმდებიან, რომ დირექტორს აქვს სრული უფლებამოსილება, ასეთ ვითარებაში შეაჩეროს ან გარიცხოს მოსწავლე. თუ მოსწავლე შეჩერებულია, დირექტორი დაუყოვნებლივ დაუკავშირდება მშობლებს და აუხსნის იმ გარემოებებს, რამაც გამოიწვია შეჩერება.

12. კონტრაქტი
ამ შეთანხმების ნამდვილობა, ინტერპრეტაცია და შესრულება ყველა ასპექტში რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

ხელმოწერები:
მშობლის/მეურვის სახელი და გვარი:
მოსწავლის სახელი და გვარი:
“საერთაშორისო ბრიტანული აკადემია”