+995 595 251 800 info@cambridge.ge
Geo
Eng
IELTS (International English Language Testing System) - გამოცდა ინგლისური ენის ცოდნაში - მოითხოვება ინგლისურენოვანი ქვეყნების უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩაბარებისას, უმეტესწილად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში და ავსტრალიაში (აშშ–სა და კანადაში ამ მიზნით გამოიყენება TOEFL) იმ აბიტურიენტებისთვის, რომელთა მშობლიური ენაც არ არის ინგლისური და სკოლაშიც სწავლება ინგლისურად არ გაუვლიათ.
IELTS არის ორი სახის: აკადემიური და ზოგადი. აკადემიური IELTS გამოიყენება უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩასაბარებლად, ხოლო ზოგადი – საიმიგრაციო და პროფესიული მიზნებისთვის (სამსახურში მიღებისას) და ინგლისურენოვან ქვეყანაში საშუალო სკოლაში ჩარიცხვისთვის. მათ შორის განსხვავება არის reading and writing ნაწილებში, ხოლო listening and speaking – ორივეგან ერთი და იგივეა.
ზოგიერთი ფაქტი
გამოცდა შემოღებული იქნა დაახლოებით 1989 წლიდან ერთობლივად ბრიტანეთის საბჭოს British Council, Cambridge ESOL (English for Speakers of Other Languages) და ავსტრალიის IDP Education Pty Ltd მიერ და აღიარებულია 6000–ზე მეტი სასწავლო დაწესებულების მიერ, 135–ზე მეტ ქვეყანაში. ყოველ წელს მთელს მსოფლიოში ამ გამოცდას აბარებს 1.400.000 ადამიანზე მეტი.
გამოცდის ფორმატი
გამოცდა შედგება 4 ნაწილისაგან: listening - მოსმენა (30 წუთი), reading - წაკითხვა და შინაარსის გაგება (60 წუთი), writing - წერითი ნაწილი (60 წუთი) და speaking - სასაუბრო ნაწილი (11-14 წუთი), ჯამში – 2 საათი და 45 წუთი.
როგორ ფასდება შედეგი
შედეგი ფასდება 9 ბალიანი შკალით, თითოეული ნაწილი ფასდება ცალკე და შემდეგ გამოჰყავთ ჯამური ქულა. ჩააბარა, ან ვერ ჩააბარა – ასეთი რამ არ არსებობს. ყოველი სასწავლო დაწესებულება თვითონ აწესებს მიღებისას აუცილებელი მინიმალური ქულების რაოდენობას. შედეგები ცნობილი ხდება გამოცდის ჩაბარებიდან 13 დღის შემდეგ და იგი ძალაშია 2 წლის განმავლობაში. შეზღუდვები გამოცდის ჩაბარების რაოდენობასა და სიხშირეზე დაწესებული არ არის.
რას მოიცავს კურსი?
IELTS-ის 4 სექციის (მოსმენა, წაკითხვა, წერა, ლაპარაკი) სიღრმისეული და პრაქტიკული მომზადება:
🎧 Listening – უნარების გაწვრთნა რეალური IELTS აუდიოებით
📖 Reading – აკადემიური და ზოგადი ტესტის სტრატეგიები + დროის მართვა
✍️ Writing (Tasks 1 & 2) – სტრუქტურული ჩარჩოები, აკადემიური ლექსიკა და სიტყვათა გამოყენება
🗣️ Speaking – რეალური თემები, წვდომა კითხვებზე, და პრაქტიკა fluency-ზე
კურსის უპირატესობები
✅ გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ინგლისურ ენაზე
✅ შედის სრული სასწავლო მასალა და სავარჯიშოები
✅ Writing-ის წერტილოვანი შეფასება და დეტალური უკუკავშირი
✅ Speaking-ის ვარჯიში ტაიმინგითა და რეალური კითხვებით
✅ მცირე ჯგუფი — მაქსიმუმ 3 სტუდენტი, ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველსაყოფად
❌ ტესტებში იწერება ასევე IELTS შესაბამისი ქულა ყველა კომპონენტში
📌 2 თვიანი კურსი: (კვირაში 3,50 სთ) – 220 GEL (ერთი თვე)
📌 6 კვირიანი კურსი: (26 სთ) – 290 GEL
მუშაობა ოთხივე კომპონენტზე (წერა, კითხვა, მოსმენა და საუბარი) განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით წერისა და საუბრის გაუმჯობესებაზე
საგამოცდო სტრატეგიები
დეტალური ინდივიდუალური რჩევები, განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებით თქვენ ძლიერ მხარეზე, მითითებებით რა უნდა გააუმჯობესოთ და შესაბამისი მასალის შეთავაზებით.
იმიტირებული გამოცდები და რეკომენდაციები
კურსზე რეგისტრაცია