+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

კემბრიჯის სასწავლო გეგმა

კემბრიჯის სასწავლო გეგმა ისწავლება 160 ქვეყნის 9000-ზე მეტ სკოლაში. ის მოიცავს ძირითად ეტაპებს დაწყებითი კლასების დაბალი და ზედა კლასების მოსწავლეებისთვის, რაც უზრუნველყოფს კემბრიჯის დაბალი კლასების პროგრამასა და IGCSE-ში შეუფერხებელ გადასვლას. სასწავლო გეგმა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეიძინონ უნარები 9 სხვადასხვა სფეროში.

ონლაინ სწავლება

დღეს ბევრი მოსწავლე და სტუდენტი დისტანციურად სწავლას ირჩევს და ჩვენი აკადემია მათ საშუალებას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება. დაივიწყეთ ბავშვის სკოლაში წაყვანა-წამოყვანისას დახარჯული დრო და ტრანსპორტირების ხარჯები, დაზოგეთ დრო და ფული!

მცირერიცხოვანი კლასები

ჩვენი მცირერიცხოვანი კლასები საშუალებას გვაძლევს, თითოეულ ბავშვს დავუთმოთ უფრო მეტი ყურადღება და სწრაფად გამოვავლინოთ მათი განსაკუთრებული უნარები. აკადემიაში კლასების ასაკობრივი და საფეხურებრივი ჯგუფების შერევა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო გააფართოვონ მეგობრული ურთიერთობები.

რას ვთავაზობთ ჩვენს მოსწავლეებს?

ბავშვები ჩვენი ერის ყველაზე ღირებული აქტივია. მათი პიროვნების, ხასიათისა და უნარების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათ მივცეთ მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მაღალი ხარისხის განათლება.

check image ონლაინ სწავლება

ჩვენს ვთავაზობთ თანამედროვე ონლაინ სწავლებას, რათა მოსწავლეებმა ჩვენთან მიიღონ რეალური ცოდნა, განავითარონ თავიანთი უნარები და გონებრივი შესაძლებლობები.

check image კემბრიჯის სასწავლო გეგმა

ჩვენ გვყავს პედაგოგთა გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა პროფესიულ განვითარებას მსოფლიოში აღიარებული კემბრიჯის სასწავლო გეგმის მიხედვით.

check image გლობალური სასწავლო გარემო

ჩვენ გთავაზობთ ღია და ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს ბედნიერად სწავლა და მიაღწიოს წარმატებას.

კემბრიჯის სასწავლო გეგმის უპირატესობები

- გლობალურად აღიარებული კვალიფიკაცია;
- ინტენსიური და ინოვაციური სასწავლო გამოცდილება;
- კრიტიკული აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების ხელშეწყობა;
- საფუძველი მომავალი წარმატებისთვის.


კემბრიჯის კვალიფიკაცია ფართოდ არის აღიარებული მთელ მსოფლიოში უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების მიერ, რაც მოსწავლისთვის უამრავ შესაძლებლობას ხსნის.

pathway