+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

საშუალო კლასები CAMBRIDGE SECONDARY

primary picture

საშუალო კლასები CAMBRIDGE SECONDARY

საშუალო კლასებში (11-14 წლის მოსწავლეები) აფართოებენ სწავლას კემბრიჯის დაწყებით სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარების უფრო რთულ საგნებში გამოყენებით. სასწავლო გეგმა მოიცავს კულტურული კონტექსტების ფართო სპექტრს და ავითარებს ლოგიკურ აზროვნებას. მოსწავლეებს უტარდებათ გლობალური პერსპექტივების, ხელოვნებისა და დიზაინის, ასევე კომპიუტერული მეცნიერების გაკვეთილები.

კემბრიჯის საშუალო სკოლის პროგრამა, რომელიც კემბრიჯის სასწავლო გეგმაზეა დაფუძნებული, უმაღლესი განათლებისკენ მიმავალი ხიდია. ჩვენ ვუძღვებით მოსწავლეებს მათი ჩამოყალიბების წლებში, ვუწყობთ ხელს რათა მიეჩვიონ დამოუკიდებლობას და მდგრადობას, ვამზადებთ მათ საშუალო სკოლის ზედა საფეხურის საინტერესო გამოწვევებისთვის.

კემბრიჯის საშუალო კლასები შექმნილია იმისთვის, რომ მყარი საფუძველი შეუქმნას მოსწავლეებს, რომელთაც სურთ სწავლა გააგრძელონ მე-10-დან მე-11 კლასებში IGCSE სასწავლო გეგმის მიხედვით. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს, გახდნენ თავდაჯერებულები ინფორმაციასა და იდეებთან მუშაობაში, დააგროვონ საფუძვლიანი ცოდნა ინგლისურ ენაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

ისწავლება შემდეგი საგნები:

კომპიუტერული ტექნოლოგიები
ინგლისური, როგორც უცხო ენა
გლობალური პერსპექტივები
მეცნიერება
ხელოვნება და დიზაინი
მათემატიკა