+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

ჩვენს შესახებ

lomi

"საერთაშორისო ბრიტანული აკადემია" წარმოადგენს ონლაინ მოსამზადებელ ცენტრს, ძირითადი საქმიანობაა სხვადასხვა საგნებში მოსწავლეთა მომზადება და საზღვარგარეთ სწავლაში დახმარება.

ჩვენ ვიყენებთ კემბრიჯის საერთაშორისო სასწავლო გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ცოდნის მიღების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას, ამავდროულად მათ მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის.

800 წლის განმავლობაში კემბრიჯის უნივერსიტეტი მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემების სათავეში იდგა. ამ ეპოქაში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ კემბრიჯის სასწავლო გეგმის მიხედვით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. აღნიშნული სასწავლო გეგმით მსოფლიო მასშტაბით 160 ქვეყანაში სწავლობს 8 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჩვენი ონლაინ სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები სრულად შეესაბამება კემბრიჯის საერთაშორისო სტანდარტებს და ფოკუსირებულია პიროვნების განვითარებაზე და მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე.

ჩვენი მიზანი მომავალი ლიდერების მომზადებაა, რაც ხარისხიანი განათლების მიღებით იწყება. ჩვენ ვეხმარებით, რომ მათ ჩამოუყალიბდეთ ისეთი უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები, რომელიც უზრუნველყოფს მათ წარმატებულ ცხოვრებას და კარიერას.