+995 595 251 800 info@cambridge.ge
Geo
Eng
როგორც წესი, 14-დან 16 წლამდე ასაკის მოსწავლეები, აგრძელებენ ცოდნის ბაზის გაფართოებას და გაღრმავებას. ამ დონეზე მოსწავლეებს სთავაზობენ საგნების ფართო სპექტრს, რომლებიც ფოკუსირებულია ანალიტიკური უნარების განვითარებაზე: ანალიზის, სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის შედარების და რთული გადაწყვეტილებების მიღების უნარზე.
სასწავლო გეგმა ასევე შექმნილია მოსწავლეების საშუალო განათლების საერთაშორისო ზოგადი სერტიფიკატის (კემბრიჯის IGCSE) გამოცდებისთვის მოსამზადებლად. მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული თავისუფლება საგნების არჩევაში და ჩვენი მასწავლებლები და პერსონალი იმუშავებენ მათთან არა მხოლოდ გამოცდებში წარმატების უზრუნველსაყოფად, არამედ განათლების შემდგომი ეტაპისთვის მოსამზადებლადაც.
მოსწავლეები IGCSE-ს გამოცდის ჩასაბარებლად დაახლოებით რვა საგანს ირჩევენ, მათ შორის სავალდებულოა მათემატიკა, ინგლისური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. სასწავლო გეგმა ინარჩუნებს პერსონალიზებულ სასწავლო გარემოს, რომელიც ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და თვითგამოხატვას. ზოგიერთ მოსწავლეს შეუძლია ენებისა და მათემატიკის ადრეულ ეტაპზე ჩაბარება.