+995 595 251 800 info@cambridge.ge

ge flag Geo uk flag Eng

მოზარდებისთვის (12-17 წ.)



თინეიჯერებს (12-17 წ.) შეგვიძლია შემოგთავაზოთ:


1. კემბრიჯის სერტიფიკატებისათვის მომზადება (KET, PET, FCE) (ყველა დონე: A0-C1);

2. ზოგადი ინგლისური (ყველა დონე: A0-C1);

3. IELTS გამოცდისთვის მომზადება (დონე: B2-C1).


1. კემბრიჯის სერტიფიკატებისათვის მომზადება (KET, PET, FCE)

ინგლისური ენის შესწავლა კემბრიჯის ამ პროგრამით საშუალებას მოგცემთ სწრაფად გაიუმჯობესოთ თქვენი ინგლისური ენის ცოდნის დონე, ამასთან მიიღოთ საერთაშორისო სერთიფიკატიც. ეს პროგრამები გათვლილია ყველანაირ ცოდნის დონეზე დამწყებიდან (KET) მაღალი დონის ჩათვლით (FCE, CPE). შესაბამისად ყოველი დონის გავლის შემდეგ შეგიძლიათ ჩააბაროთ გამოცდა და მიიღოთ ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი, რომელიც გამოგადგებათ თქვენს მომავალ კარიერაში (უნივერსიტეტი, სამსახური). კემბრიჯის სერტიფიკატები აღიარებულია მთელს მსოფლიოში და ეს სერთიფიკატები უვადოა. ზოგიერთ უნივერსიტეტში მაგალითად, საკმარისია წარადგინოთ FCE სერთიფიკატი.

ჩვენთან ამ საგამოცდო კურსის გავლის შემდეგ უნდა ჩააბაროთ გამოცდა კემბრიჯის საგამოცდო ცენტრში (გამოცდის ღირებულება ცალკე იქნება გადასახდელი) და წარმატების შემთხვევაში მიიღებთ კემბრიჯის სერტიფიკატს. ჩვენ დაგეხმარებით გამოცდაზე რეგისტრაციაში ბრიტანეთის საბჭოში და სხვა ფორმალობებში.


კურსის დეტალები:

- კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე
- ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა: 6-7 სტუდენტი
- გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 2 ჯერ
- გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.5 საათი
- სასწავლო დონეები: B2 და C1
ფასი: 8 გაკვეთილი - 350 ₾



2. ზოგადი ინგლისური ენის კურსი:

გაკვეთილები ტარდება სრულად ინგლისურ ენაზე და ორიენტირებულია იმაზე, რომ თავისუფლად და თავდაჯერებულად ილაპარაკოთ რეალურ სიტუაციებში. ფოკუსი კეთდება სპონტანურ საუბარზე, მოსმენაზე და ყოველდღიური თემების გაშლაზე, რაც განსაკუთრებით დაგეხმარებათ ინგლისურად ფიქრში და მეტყველებაში. კურსში შედის: პრაქტიკული სასაუბრო თემები და სავარჯიშოები. პროგრამა შექმნილია რეალური კომუნიკაციის განვითარების მიზნით.

  • მოსწავლეთა ასაკი: 12-17 წლის ან 18 წელზე მეტი
  • კურსის ხანგრძლივობა: 3 თვე ან მეტი
  • სასწავლო დონეები: A1, A2, B1, B1+, B2 და C1
  • მეცადინეობა ტარდება: კვირაში 2-ჯერ
  • თითოეული გაკვეთილი: 1 საათი.
  • სახელმძღვანელო: Solutions ან Speak Out - ფასი 22 ლარი (Student’s Book და Workbook)
  • ჯგუფის ზომა: მცირე ჯგუფი მაქსიმუმ 8 სტუდენტი.
  • სერტიფიკატი: კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა "კემბრიჯის აკადემიის" სერტიფიკატი.
  • კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატი: გათვალისწინებული არ არის.

ჯგუფური კურსი: A1, A2, B1, B1+ დონეები - 8 გაკვეთილი თვეში - 160 ლარი.
B2 და C1 დონეები - 8 გაკვეთილი თვეში - 240 ლარი.
ინდივიდუალური სწავლება: 8 გაკვეთილი თვეში - თვეში 240 ლარი.


3. IELTS გამოცდისთვის მომზადება (დონე: B2-C1)

IELTS სერტიფიკატი საჭიროა მათთვის ვინც აბარებს საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში. ამ სერთიფიკატს აქვს 2 წლიანი ვადა. სრული ინფორმაცია IELTS გამოცდის შესახებ იხილეთ აქ.

კურსზე რეგისტრაცია